ვგრძელდებით
ესე იგი ტექნიკური პრობლემების გამო გარკვეული ხნით რევოლუციამდელ ხანაში მომიწია დაბრუნება, ანუ არ მქონდა ინტერნეტი. სულ რამდენიმე საათის წინ ეს პრობლემა გადაიჭრა, შესაბამისად ვაგრძელებთ ”ქართველი ერის სატანიკოსური მუსიკით გადაშენებას”
“თაღლითი” Nightwish

საინტერესო ამბავია ფინეთიდან. power მეტალის საკულტო ჯგუფი, Nightwish ფანებმა ვერ შემდგარ თაღლითობაში ამხილეს. საქმე ის არის რომ 28 სექტემბერს ჰელსინკში დაგეგმილია ახალი ალბომის, Dark Passion Play
პრეზენტაცია, რომელიც რა უცნაურიც არ უნდა იყოს, თვით nightwish-ს კი არა, მათ ქავერ ჯგუფს ესტონეთიდან Natuvissyset-ს უნდა წარმოედგინა. ფანები თავიდან დაიზაფრნენ, შემდეგ კი მცირე გამოძიება ჩაატარეს. გამოძიებით დადგინდა რომ ამ ქავერ ჯგუფის შესახებ ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ფინელები ჩვეულ ხერხს მიმართავს. მათ ადრე ორჯერ გააკეთეს მსგავსი რამ, როცა ერთხელ End Of Innocence, მეორედ კი Century Child დაირქვეს
Krypteria -Bloodangels Cry {2007}
.jpg)
1. All Systems Go
2. The Promise
3. Time To Bring The Pain
4. Somebody Save Me
5. Scream
6. Lost
7. Out Of Tears
8. I Can’t Breathe
9. The Night All Angels Cry
10. Dream Yourself Far Away
11. Sweet Revenge
12. At The Gates Of Retribution
ჩამოქაჩე/download
გერმანულმა power მეტალ ჯგუფმა სამი წლის შემდეგ პირველი სრულ ფასოვანი ალბომი გამოუშვა (შუალედებში იყო ორი სინგლი და ერთი EP). კრიტიკამ ხსენებული ალბომი არ შეიმჩნია, დაიწერა მხოლო ორი სამი რეცენზია. სულ ეს იყო. ყველა რეცენზიაში ჯგუფის უკანასკნელი რელიზი მიწასთან არის გასწორებული, გამოლანძღულია მათი კორეელი ვოკალისტი გოგო Ji-In Cho,(ტერმინები რეცენზიებიდა: აზიელი უნიჭო, მისი ხმა ძროხის ზმუილს გავს, ტარიას კლონი…) ხოლო ზოგადად მუსიკა უჰარმონიო რახარუხთან არის გაიგივებული. მიუხედავად კრიტიკის აგრესიისა, ფანებმა ალბომი მაინც გულთბილად მიიღეს, ერთი ორგან მეგა ნამუშევარი უწოდეს და მზად ყოფნა გამოთქვეს ორჯერ ძვირი გადაიხადონ მათ მომავალ ალბომში.
პირადად მე კმაყოფილი დავრჩი. სასიამოვნო, pop power მეტალია, დრაივით, ენერგიითა და ქალის ასატანი ვოკალით გაჯერებული, ჟანრის გურუების მუსიკას, რა თქმა უნდა ვერ შეედრება, თუმცა არც გალანძღვას იმსახურებს. ერთი სიტყვით, ყველაზე კარგი იქნება გადაწეროთ, მოუსმინოთ და თავად შეაფასოთ.
Manzana -nothing as whole as a broken heart (2007)

Genre: Popmetal/power metal
Сountry: Finland
01. Pain {04:19}
02.Falling To Pieces{03:50}
03.Silence{03:36}
04.Mermaid{03:43}
05.GiftManzana{04:04}
06.Call{04:08}
07.Cripple Heart{04:14}
08.Diamond{03:36}
09.Valentine{03:45}
მორიგი საინტერესო ჯგუფის სადებიუტო ალბომი. მათ მუსიკაში ბევრია კომპიუტერული საუნდი, გიტარის პერიოდული მძიმე რიფები და ქალის საკმაოდ კარგი, დაყენებული ვოკალი, რომელიც არ გღლის და მიუხედავად ოდნავი ერთფეროვნებისა, ალბომს თავიდან ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით მოსმენადს ხდის.
ჯგუფს აქამდე გამოშვებული აქვს მინი ალბომი Nothing a Whole As A Broken Heart 2005 წლის ზაფხულში. ამ რელიზს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა და რამდენიმე ლეიბლისგან გაწევრიანების შემოთავაზება მიიღეს. ჯგუფი ვერცერთმა შემოთავაზებამ ვერ დააინტერესა, მათ პირველი სრულფასოვანი ალბომი საკუთარ ლეიბლს TRC-Records-ზე გამოუშვეს. Read the rest of this entry »
V.A. – Metallic Emotions (2007)

01. Nightwish – Eva
02. Amorphis – Under A Soil And Black Stone
03. Blind Guardian – Skalds & Shadows
04. After Forever – Alone
05. Sonata Arctica – Under Your Tree
06. Sirenia – My Mind’s Eye
07. Gotthard – The Call
08. Threshold – Safe To Fly
09. Tarot – Tides
10. Rage – Beauty
11. Thunderstone – Down With Me
12. Hammerfall – Dark Wings, Dark Words
13. Helloween – Immortal
14. Edguy – Save Me
15. Communic – The Distance
რაც შეიძლება ითქვას ამ კომპლიტაციაზე…ალბათ ბევრი არაფერი. nuclear blast -ს უყვარს კრებულების გამოშვება. როგორც ინგლისელებ არ ელევათ მიზეზი დღესასწაულების მოსაწყობად, ისე ამ ლეიბს არ ელევა მიზეზები კომპლიტაციების გამოსაშვებად.
კომპოზიციები ძირითადად gothic/symphonic/power მეტალის ოჯახების წარმომადგენლებს ეკუთვნით, რამდენიმე მათგანი ჯგუფების ჯერ არ განოსული ალბომებიდან არის, რამდენიმე მათგანი უკვე მოიყირჭა მეტალ-საზოგადოებამ. აღსანიშნავია რომ ეს არის Nightwish-ის პირველი ოფიციალურად გამოქვეყნებული ტრეკი, რომელშიც ახალი ვოკალისტის – ანეტას ხმა ჟღერს.
ერთი სიტყვით, გადაწერეთ და თუ ლირიული განწყობის შექმა გსურთ, ბოლომდე მოუსმინეთ Metallic Emotions-ს, ხარისხი გარანტირებულია.
Sirenia – Nine Destinies and a Downfall{2007}
1.The Last Call{04:45}
2.My Mind’s Eye{03:41}
3.One By One{05:28}
4. Sundown {05:05}
5. Absent Without Leave {04:54}
6. The Other Side {03:55 }
7. Seven Keys and Nine Doors {04:55 }
8. Downfall {04:44}
9. Glades of Summer {05:36 }
Total playing time {43:03}
სამ წლიანი შესვენების შემდეგ სირენიამ მორიგი სრულფასოვანი ალბომი გამოუშვა (მანამდე იყო EP Sirenian Shores)
ალბომი ჯგუფმაგანახლებული შემადგენლობით ჩაწერა, კერძოდ, შეიცვალა ქალის ვოკალი, ჰენრიეტ ბორდვიკი მონიკა პედერსენმა ჩაანაცვლა, ჯგუფიდან წავიდა გიტარისტი და clean ვოკალ პარტიების შემსრულებელი კრისტიან გენდერსენი. კიდევ ერთი სიახლე – ჯგუფი ცნობილ ლეიბლ nuclear blast-ში გაწევრიანდა და ამასთან დაკავშირებით ამბიციები ერთი ორად გაეზარდათ.
სამწუხაროდ, უკანასკნელი ალბომი ამბიციურობის საფუძველს ნაკლებად იძლევა. უგზო უკვლოდ არის გამქრალი, სირენიას მთავარი ხიბლი, კაცის მძლავრ ვოკალთან და მძიმე მუსიკასთან შეზავებული ქალის ლამაზი ხმა, რომელსაც ზურგს უმაგრებს წნევის ამწევი ხორო. ბოლო ალბომში თითქოს კაცის ძლიერი ვოკალიც არის, გიტარის მძიმე რიფებიც და ქალის ლამაზი ვოკალიც, მაგრამ მორტენ ველანდს ერთი შეხედვით სიმღერა ეზარება, ხორო ახალ გამოღვიძებულივით დაბნეულია, მონიკა პედერსენი კი გალახული ბავშვის ხმით ღნავის და ისედაც ერთი – ორ წნევიან ტრეკს უიმედოდ აფუჭებს, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიარო რომ, მონიკას ხმა პირდაპირ შეუცვლელია მინორულ, ბალადის ტიპის ტრეკებში, მისდასაბედნიეროდ ალბომიც მთლიანად მინორულ-ბალადურია და არაფერი არ აქვს საერთო ჩემი აზრით სირენიას სადებიუტო, მაგრამ საუკეთესო ალბომთან At Sixes and Sevens (სურვილის შემთხვევაში ამ ალბომის ბმულს და რეცენზიასაც შემოგთავაზებთ).
ამ ყველაფრის მიუხედავად სირენიას ჩამოწერა მაინც არ ღირს, ჯგუფს ბედი გაეხსნა, nuclear blast-მა იშვილა, იმედია შემდეგი ალბომი ძველებივით მრავალფეროვანი და ”დუხიანი” იქნება
Deathklok

ARTIST / BAND: Deathklok
SONG (MP3): Duncan Hills coffee
ALBUM:
FILE UNDER: Death/Metal
LABEL:
INFO:


