ტიმო ტოლკიმ სოლო პროექტის მეორე ვოკალისტი დაასახელა

July 23, 2007 at 10:01 pm (Metal news)

კიდევ ერთი სიახლე ფინეთიდან. ცნობილი ჯგუფის, STRATOVARIUS- -გიტარისტმა და დამაარსებელმა ტიმო ტოლკიმ, თავისი სოლო ალბომისთვის მეორე ვოკალისტი დაასახელა, Heikki Pöyhiä ჯგუფიდან TWILIGHTNING.
როგორც მანამდე იყო ცნობილი, ვოკალისტი ალბომში მთავარ ვოკალურ პარტიებს ამერიკელი სოპრანო და მოდელი(?!) Jennifer Sowle შეასრულებს.
ტიმო ტოლკიმ ერთერთი ფინური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა Heikki Pöyhiä შესახებ.
ციტატა ინტერვიუდან: ” ჰეიკს პირველად მათი სადებიუტო ალბომის მასტერინგის დროს შევხვდი და მაშინვე მოვიხიბლე მისი მრავალფეროვანი ვოკალური მოცამებით. ჰეიკის ხმა ერთდროულად ძლიერიც არის და ლირიულიც, გააჩნია როგორ ტემბრს მოითხოვს ესათუის კომპოზიცია” ამბობოს ტიმო ”გარდა ამისა მე შესაძლებლობა მქონდა მომესმინა ჯგუფის ცოცხალი კონცერტვისთვის, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჰეიკი ზუსტად ის ადამიანია, ვინც ყველაზე მეტად მოერგება პროექტს ”classic rock opera”. ამის შემდეგ ტიმომ რამდენიმე სიტყვა მომავალი ალბომის შესახებაც თქვა ” ჩემი მიზანია შევქმნა რადიკალურად განსხვავებული ალბომი. ეს იქნება არა 10 შემთხვევით კომპოზიცია ცნობილი მეტალ-ვოკალისტების შესრულებით, არამედ როკ ოპერისა და ტრადიციული ოპერის საუკეთესო ელემენტების ერთობლიობა, შესრულებული უცნობი, მაგრამ ნიჭიერი ვოკალისტების მიერ…

ალბომის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ის სავარაუდოდ 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისში გამოვა.

ტიმო ტოლკი კვლავ აგრძელებს ვოკალისტების ძებნას ხსენებული პროექტისთვის. მსურველებმა უნდა გაგზავნონ ორი სიმღერა MP3 ფორმატში, ორი სურათი (მათ შორის ერთი მთელი სხეულის გამოსახულებით) და მცირე ბიოგრაფია. მეილის მისამართია goldenworks@elisanet.fi

%(count)s კომენტარი

  1. Ia Sichinava said,

    😀 MEVAR PIRVELI VINC AMSAITS ESTUMRA AVTORIS GARDA :d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: